პენტაგონში პორნოფილმების ყურება აკრძალეს

პენტაგონში პორნოფილმების ყურება აკრძალეს

პენტაგონის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურის დროს  პორნოგრაფიული საიტების ყურება აუკრძალეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯონ ჯეიმსმა სააგენტოს თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისინი პორნოსაიტების ყურებაში იყვნენ შემჩნეულნი.

„იყო აღნიშნული შემთხვევები, როდესაც, როგორც შტატის თანამშრომლები, ასევე კონტრაქტორი პირები შემჩნეულნი იყვნენნ პორნოფილების და ღია სექსუალური ხასიათის ფილმების ყურებაში. ეს არა მარტო არაპოფესიონალიზმზე მიუთითებს, არამედ კომპიუტერულ სისტემაში ვირუსის შემოტანის შანსებსაც ერთი-ორად ზრდის“,-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცლებულ წერილში.