ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი ღაზას სექტორის ჰამას-ის ლიდერს ისმაილ ჰანიას შეხვდა.
მხარეები შეეხნენ ღაზას სექტორის ბლოკადის მოხსნის საკითხს და აღნიშნეს, რომ „ამ რაიონის მოსახლოებას ტანჯვა აუცილებლად უნდა შეუმსუბუქდეთ“.
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი წლების განმავლობაში ისრაელის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ღაზას სექტორს ბლოკადას არ უხსნიდა. „ძმები მუსლიმების“ წარმომადგენლის მურსის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ჰამას-მა გახარებულმა აღნიშნა, რომ ამჯერად მაინც შეძლებს ეგვიპტის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს.
ღაზის სექტორის ბლოკადა ეგვიპტესთან შეთანხმებით, 2007 წლის 19 სექტემბრიდან დაიწყო ისრაელმა მას შემდეგ, რაც ჰამას-ის ხელისუფლების სათავეში მოსვლსი შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მხარის განუწყვეტელი დაბომბვა მიმდინარეობდა.