ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, ზაზა სოფრომაძე, რომელიც დღეს დილიდან მთავარ პროკურატურის შენობაში იმყოფებოდა გაათავისუფლეს -,ამის შესახებ from.ge-ს ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ აცნობა.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძემ, პროკურატურის შენობა უკვე დატოვა და ის აჟამად სახლში იმყოფება.
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძის პატრია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, ზაზა სოფრომაძის საცხოვრებელ ბინაში დღეს დილის 04:00 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ათეული პოლიციელი შეიჭრა და სოფრომაძე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, დააკავეს.