მარკეტინგული კომპანია "პენ შონ ბერლანდის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" თანაბარი რეიტინგი აქვთ.
ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 42% კოალიცია „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, 42% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობს, 8% - სხვა პარტიებს, შეკითხვას გამოკითხულთა 6% -მა პროცენტმა არ უპასუხა. გადაწყვეტილება ჯერ არა აქვს მიღებული 3%-ს. ამავე კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება"თბილისში 48%-ით ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის" 34%-ის წინააღმდეგ.
დასავლეთ საქართველოში გამოკითხულთა 45% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, 35 -- „ქართულ ოცნებას."
კომპანია „პენ შონ ბერლანდის" ინფორმაციით, კვლევა 3-დან 15 ივლისამდე ჩატარდა.
1980 ადამიანი ე.წ. “secret ballot(ფარული კენჭისყრა) მეთოდით გამოიკითხა, რაც მოპასუხეთა პასუხების მაქსიმალურ ანონიმურებას უზრუნველყოფს. კვლევის დამკვეთია ფონდი „აღმოსავლეთ ევროპის მედია და საზოგადოება", რომლის აღმასრულებელი დირექტორია ბიძინა გიორგობიანი.
„კვლევა ცნობილმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „პენ შონ ბერლანდმა“ ჩაატარა, რომელიც ფონდი აღმოსავლეთ ევროპა, მედია და საზოგადოების“ დაკვეთით განხორციელდა. აღნიშნული ფონდი საქართველოში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული საქართველოსათვის“, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა აღნიშნული კვლევის ჩატარებაც“,- აცხადებს From.ge-სთან საუბარში ბიძინა გიორგობიანი
მარკეტინგული კომპანია „პენ შონ ბერლანდი" მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე 30 წელია მუშაობს. მის დამკვეთებს შორის არიან ბილ კლინტონი, ტონი ბლერი, სილვიო ბერლუსკონი, მიხაელ ბლუმბერგი და ჰილარი კლინტონი.