ბრიტანული Times-ის ინფორმაციით, გარდაცვლილმა „დიდმა მამამ და ბელადმა“კიმ ჩენ ირმა თავისი შვილისთვის კიმ ჩენ ინისთვის თვითონ შეარჩია სარძლო ჯერ კიდევ 2010 წელს.
ამხანაგი ლი სულ ჩჟუ მომღერალია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის მოწყობილ საახალწლო კონცერტზე მღეროდა და სამამამთილომ თვალის სწორედ იქ „დაადგა“. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩჟუ სპეციალურ კოლეჯში გადაიყვანეს, სადაც ექვსი თვის განმავლობაში ასწავლიდნენ პირველი ლედის ცხოვრებისა ქცევის წესებს. პირველი ლედის დედა ექიმია, მამა კი მეცნიერ-მუშაკი.
Times-ი უპრეცენდენტო ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პირველი ლედის საზოგადოებაში გამოჩენა ქვეყანაში მიმდინარე ძირეულ ძვრებს უკავშირდება.