აზოვის ზღვამ ბერდიანკის რაიონში წითელი ფერი მიიღო. საკმაო მანძილზე იგრძნობოდა მეტალის მკვეთრი სუნიც.
აზოვის ზღვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირქტორის ლეონიდ იზეგინის განცხადებით, ეს საშიშროებას არ წარმოადგენს. „დიდმა სიცხეებმა გამოიწვია ის, რომ წყალმცენარეებმა ყვავილობა დაიწყეს. ამან გამოიწვია ზღვის ზედაპირის ზოგიერთი ადგილის გამწვანება. მალე კი ზღვამ თვითონ წყალმცენარეებიც გამორიყა. ნუ შეეშინდება ნურავის, დამსვენებლებს მშვიდად დასვენება შეუძლიათ“,-აცხადებს იზეგინი.