ანდრეს ბრეივიკის მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა მოითხოვეს ბრეივიკის მიმართვა YouTube-დან ამოეღოთ.
Agence France-Presse -ის ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგ, მოსამართლემ აკრძალა ბრეივიკის მიმართვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გავრცელება და აღნიშნა, რომ მისი მიმართვის მხოლოდ ბეჭდური სახით გავრცელებაა შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, ის სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა. ის ნორვეგიის პროგრესული პარტიის წევრმა, ტორსტეინ ვიდალმა გერმანული ნიკით გაავრცელა. ამ პარტიის წევრი გახლდათ ბრეივიკიც.
დაზარალებულ ოჯახის წევრთა ადვოკატმა მეტტე ივონ ლარსენმა სასამართლოს თხოვნით მიმართა. სასამართლომ განაცხადა, რომ გავრცლეებული ჩანაწერი არალეგალურია და მიმდინარეობს მოკვლევა.