„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ბანკში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაციას ბრიფინგის მეშვეობით მიაწვდის.
„ვერ ჩამოვთვლი ყველა იმ პრობლემას, რაც ბანკში დამხვდა. ამისთვის უახლოეს მომავალში ბრიფინგს გავმართავთ და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის თქმით, ხარვეზი, რომელიც საჯარო რეესტრმა მისი თანამდებობაზე დარეგისტრირებისას აღმოაჩინა, უკვე აღმოფხვრილია და შესაბამისად, ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფსა“ და „ბანკ ქართუში“ სრულად უფლებამოსილი პირია.
ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმა გადაიხადა.