კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი გავრცელებილ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას, კოალიციის წევრებსა და „ნაცმოძრაობის“ წევრებს შორის შეხლა-შემოხლის ფაქტებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სვანეთში ისეთი არაფერი ხდება.
„ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ კოალიციის წევრებსა და თავის აქტივისტებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. ეს ფაქტია და არა შეფასება. ყველა დაპირისპირებაში, რასაც კი ადგილი ჰქონდა აქამდე საქართველოს რეგიონებში, კამერებით კარგად ჩანს, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადგილობრივი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ამ ადამიანების სახელები და გვარები ვიცით, არსებობს კადრებიც და ფოტოებიც.
ჩვენი მიზანია არჩევნებამდე სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ ავყვეთ პოროვოკაციებს და საქმე არჩევენებამდე მივიყვანოთ“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.