„ვიეტნამის ხელისუფლებამ შეიძლება პორტ კამრანში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის შესაძლებლობა მისცეს რუსეთს, რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, არცერთი სახელმწიფო უცხო სახელმწიფოს ამაზე არ დათანხმდება. რაც შეეხება რუსეთ-ვიეტნამის ურთიერთობებს, ის ჩვეულებრივად განვითრდება და გარძელდება. მათ შორის სამხედრო თანამშრომლობაც“,-ეს განცხადება ვიეტნამის პრეზიდენტმა ჩიონგ ტან შანგმა „გოლოს როსიის“ ეთერში გააკეთა.
შანგის განცხადებით, კამრანი ვიეტნამის ტერიტორიაა. „ ვიეტნამი თავისი მიწების ერთადერთი პატრონია. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს-კამრანი ვიეტნამის პორტია“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ცოტა ხნის წინ, რუსეთმა განცხადება გააკეთა, რომ მას სამხედრო ბაზების დაბრუნება სურს კუბაში, ვიეტნამსა და სეიშელის კუნძულებზე.