ქართველი ემიგრანტები საკონსულო რეგისტრაციის ონლაინ-სერვისის გამარტივებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ქართველმა ემიგრანტებმა ათენში საქართველოს საელჩოსთან აქცია გაიმართეს.
აქციია, რომელსაც 150 მდე ემიგრანტი ქართველი ესწრებოდა, "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის" ორგანიზებით გაიმართა.
დღესვე, აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მისამართით დაწერილი მიმართვაც გაავრცელეს.
"11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა მინისტრის 158 ბრძანებას "საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ". აღნიშნული ბრძანებით, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობა საბერძნეთის რესპუბლიკაში არალეგალურად ცხოვრობს, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას ვერ მოახერხებენ. შესაბამისად, მოვითხოვთ, გაუქმდეს საგარეო საქმეთა მინისტრის N158 ბრძანება "საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მოგვეცეს საშუალება საკონსულო აღრიცხვაზე დროულად დავდგეთ, რათა კანონდამრღვევთა ნუსხაში არ მოვხვდეთ და მოგვეცეს საშუალება ჩვენთვის საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება განვახორციელოთ - საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას 2000 ათასამდე ქართველი აწერს ხელს. ის საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის დავით ბაქრაძეს სახელზე უკვე შევიდა.