„თავისუფალი საქართველო“ სანზონის მოსახლეობას შეხვდა

„თავისუფალი საქართველო“ სანზონის მოსახლეობას შეხვდა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სანზონის მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის ლიდერი კახა კუკავა შეხვედრის მონაწილეებს პარტიის პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა, გააცნო პარტიის სამომავლო გეგმები და  მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

კუკავამ აგრეთვე არსებულ საარჩევნო გარემოზე და იმ პოლიტიკურ რეპრესიებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება ყოველდღიურად ახორციელებს რეალური ოპოზიციური ძალების მიმართ.

ამასთან,  „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა სანზონის მცხოვრებლებს დღეს 18:00 საათზე კონტროლის პალატასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.