თავდაცვის მინისტრი სპეციალურ სწავლებას დაესწრო

თავდაცვის მინისტრი სპეციალურ სწავლებას დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაგჯგუფების ბაზაზე სპეციალური სწავლება გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დანაყოფი სრულიად საიდუმლოა, ფოტო მასალებში სამხედრო მოსამსახურეთა სახეები დაფარულია. შესაბამის განცხადებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

განცხადების მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იამაყოს, რომ ქვეყანას ასეთი ელიტარული ქვედანაყოფი ყავს.

„დღეს, სპეციალურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. სპეციალური ოპერაციების დანაყოფის სამხედროებმა სხვადასხვა სასწავლო უბანზე რამედენიმე ტიპის ამოცანა შეასრულეს, სადაც ჩართული იყო საცეცხლე მომზადებისა და ტაქტიკური მომზადების ელემენტები. თავდაცვის სამინისტროს ახალი 3 T-ს კონცეფციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური თავდაცვაა. ამ მიმართულებით კი სპეციალური ოპერაციების დანაყოფს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვითვე, სპეციალური ოპერაციების დაგჯუფების ბაზა  უახლესი ტექნიკით და აპარატურითაა  აღჭურვილი.

„ტერიტორიაზე არსებობს მაღალი ხარისხის სავარჯიშო ცენტრი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. სამხედრო ბაზაზე მუდმივად ხორციელდება სპეციალური ვარჯიშები, რისთვისაც ბაზას საკუთარი სასროლეთი და სხვადასხვა სასწავლო უბანი გააჩნია. მეცადინეობები ტარდება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით.   სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს გავლილი აქვს საფუძვლიანი სამედიცინო დახმარების კურსი.  თითოეულ მათგანს შეუძლია დაჭრილ თნამებრძოლს შესაბამისი დახმარება ოპერატიულად აღმოუჩინოს და ბრძოლის ვერლზე არ მიატოვოს. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების სამხედროები აღჭურვილნი არიან უახლესი შეიარაღებით და აღჭურვილობით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.