პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს კახელების უბედურებაზე პოლიტიკურ ქულებს ნუ ჩაიწერენ

პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს კახელების უბედურებაზე პოლიტიკურ ქულებს ნუ ჩაიწერენ

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს კახელების უბედურებაზე პოლიტიკური ქულებს ნუ ჩაიწერენ.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, ბიუჯეტის ცვლილებების განხილვისას ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ კახეთში სიტუცია ჯერ კიდევ რთულია, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გაუსაძლის სიცხეში ხალხი 16–18 საათიან რეჟიმში მუშაობს.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჩვენს კოლეგებს, რომ პოლიტიკური ქულების დასაწერად და თემის პოლიტიზაციისთვის ამ უბედურებას ნუ გამოვიყენებთ“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

მისივე თქმით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების ჩაწერა მიუღებელია, როცა საქმე ხალხის უბედურებას ეხება.