6 ტყუპის მშობლებმა ახალშობილებს მანქანების სახელები დაარქვეს

6 ტყუპის მშობლებმა ახალშობილებს მანქანების სახელები დაარქვეს

ტაილანდელი წყვილს ხელოვნური განაყოფიერების შედეგად 6 ტყუპი ეყოლათ. მშობლებმა ახალშობილებს საყვარელი ავტომანქანის ბრენდების სახელები შეურჩიეს, - ტოიოტა, აუდი, პორშე, მინი, ფოლცვაგენი და ფიატი.

 ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა ტაილანდში, როდესაც 6 ტყუპი, სამი გოგონა და სამი ბიჭი დაიბადა.

 ტყუპების მაისის ბოლოს დაიბადნენ, თუმცა ახალგაზრდა მშობლები 29 წლის დედა და 37 წლის მამა ჟურნალისტებთან კონტაქტზე  უარს იქამდე, ამბობდნენ სანამ ბავშვები ორი თვის არ შესრულდნენ.

 ბავშვები ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩნდნენ, რადგან წყვილს ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად შვილი არ უჩნდებოდათ. მათი განცხადებით,  ძალიან უნდოდათ, რომ პატარებს მათ სახლშიც ერბინათ. ერთდროულად 6 შვილის შეძენის შემდეგ ახალგაზრდებს ეს სურვილი ნამდვილად აუსრულდათ, ახლა მათ სამი ძიძა ჰყავთ და აღნიშნავენ, რომ სახლშიც საოცარი ჟრიამული და ბედნიერებაა.