"სამუშაო ადგილები არის, თუმცა დასასაქმებელსა და დამსაქმებელს შორის კავშირი დაკარგულია", - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მან მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები და იანსეულის ჩაის ფაბრიკა მოინახულა და მის თანამშრომლებს შეხვდა.
მისი განცხადებით, რამდენიმე კილომეტრში - ბათუმში, ფოთში და ა.შ. არაერთი სამუშაო ადგილია, სადაც სოფელში მცხოვრები, პერსპექტიული ახალგაზრდებია საჭირო.
„ამიტომ გაიძახიან, სამუშაო არ გვაქვსო და ამ დროს ტექნიკუმი გვაქვს, შეთავაზებებიც არის, ჰესებს ვაშენებთ, მაგრამ დასასაქმებელსა და დამსაქმებლებს შორის კავშირი დაკარგულია", - განაცხადა სააკაშვილმა.