ეკა ბესელია: თუ კი ხელისუფლება პატივს სცემს კანონს ივანიშვილს ჯარიმები დაუყოვნებლივ უნდა მოუხსნას

ეკა ბესელია: თუ კი ხელისუფლება პატივს სცემს კანონს ივანიშვილს ჯარიმები დაუყოვნებლივ უნდა მოუხსნას

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის, ეკა ბესელიას განმარტებით, როგორც კი ანგარიშზე დაჯდება გადარიცხული თანხა და ამის შესახებ დადასტურებულიც იქნება, შესაბამისი უწყებები მაშინვე ვალდებულები არიან ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაკისრებული ჯარიმები მოხსნან.

როგორც მან From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამისათვის  არანაირი დამატებითი პროცედურების ჩატარება არ არის აუცილებელი.

„ჯარიმებისა და ყადაღის მოსახსნელად დამატებით არანაირი სააღსრულებლო პროცედურების ჩატარება არ არის აუცილებელი. თუ კი პრეზიდენტი და ხელისუფლება პატივს სცემენ კანონს და კანონი არის მათთვის პრიორიტეტი, უნდა მოიხსნას ყადაღა და აღსრულდეს სამართლებრივი პროცედურები. თუ კი არ სცემს და საკუთარი სურვილებით მოქმედებენ, მაშინ გასაგებია ყველაფერი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს, ბესელიას განცხადებით, მას აქვს კონკრეტული დატვირთვა და ხელისუფლება ვალდებულია ის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციისთვის გამოიყენოს.

„ამაზე დაწესდება საზოგადოებრივი მონიტორინგი და ჩვენ ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ეს პროცესი კონტროლზე ავიყვანოთ“, - დასძინა მან.