დასავლეთი სირიაში 300 000 ჯარისკაცს გაგზავნის

დასავლეთი სირიაში 300 000 ჯარისკაცს გაგზავნის

The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, დასავლეთი ფიქრობს იმაზე, რომ სირიის შემდგომი კონფლიქტის თვიდან ასაცილებლად, ქვეყანაში 300 000 ჯარისკაცი გაგზავნოს.

„ბრიტანელი ექსპერტები თვლიან, რომ სირის კონფლიქტმა შესაძლებელია პროვოცირება გაუკეთოს ახალ კონფლიქტს მთელ ახლო აღმოსავლეთში, სწორედ ამიტომ საჭიროა სირიის ოკუპაცია. ნატოს კი სირიაში კონფლიქტის ჩასახშობად 300 000 კარისკაცი დასჭირდება“,-აცხადებს   Royal United Services Institute.

„ არაბულ ქვეყნებში მომხდარი რევოლუციების ქვეყნებშივე შეკავება მოხდა შესაძლებელი, ამჯერად კი კონფლიქტმა შეიძლება სირიის საზღვრები დატოვოს და მთელ ახლო ამოსავლეთს მოედოს. დასავლეთისთვის ამჯერად აქტუალური იქნება  ხელი შეუშალოს ახალი კონფლიქტის ესკალაციას რეგიონში, ვიდრე შეაჩეროს სირიის შიგნით ძალადობა“,-წერს The Daily Telegraph.