მერიის პასუხში კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაა გათვალისწინებული

მერიის პასუხში კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაა გათვალისწინებული


პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, ტრადიციონალისტთა კავშირმა და „თეთრებმა“ 23 ივლისს თბილისის მერიაში 27 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან საპროტესტო მანიფესტაციის  გამართვასთან დაკავშირებით  გაფთხილების წერილი შეიტანეს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თენგიზ ომანაძემ განცხადება გაავრცელა.

 მისი თქმით, საპასუხოდ „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერიისგან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთს მანიფესტაციის მსვლელობას.

 „აქციის ინიციატორები აცხადებენ, რომ  ორგანიზატორების მხრიდან არ იგეგმება არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მანიფესტაცია ჩაივლის საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებას მოგელაძის უწყების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაში ჩართვისკენ. პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რეკეტის შეჩერება და დემოკრატიული არჩევნების მიღწევა, მხოლოდ ოპოზიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.