საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 73% - ით, ხოლო პარტიების რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, 43% პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, 24% - „ქართულ ოცნებას“, 7% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 21% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭრდა, 24% კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მისცემდა ხმას, ხოლო 7% - „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს.
კვლევის ფარგლებში, საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.