„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ფული მხოლოდ ცეკვა-თამაშში კი არ უნდა ვხარჯოთ, არამედ ადამიანები სტიქიური უბედურებებისგან უნდა დავიცვათ.
„უსაფრთხო და გამაძღარი ადამიანი კი ცეკვასაც შეირგებს და სიმღერასაც. ნურავის ჰგონია, რომ კახელები ან მესხები კულტურისგან შორს არიან და გართობა და ცეკვა - თამაში არ უნდათ. მაგრამ ჯერ დაცულობა, უსაფრთხოება და ოჯახების გამოკვება უნდათ” - განაცხადა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გიორგი თარგამაძემ.
მან ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების წარმოებასა და მდინარეების კალაპოტების დროულად გაწმენდისკენ მოუწოდა.
“გლეხები ჩვენს თვალწინ ტიროდნენ, ქალებიც და კაცებიც, კახელებიც, მესხებიც, დუშელებიც, თიანელებიც. ტიროდნენ არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სახლებს სახურავები გადაეხადა, არამედ, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ნალოლიავები მოსავალი მთლიანად განადგურებულია.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, დროა სახელმწიფომ აღადგინოს და დაიწყოს წარმოება ე.წ. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების.
“როცა ვამაყობთ რომ გვაქვს დიდგორი და ლაზიკა, არ მგონია, რომ ქართული სამხედრო სამშენებლო პოტენციალისთვის ძალიან რთული იყოს ალაზნის ტიპის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების წარმოება” – განაცხადა თარგამაძემ.