საინფორმაციო სააგნეტო Regnum-ი "რატომ ცვლის რუსეთი აფხაზეთში სომხეთს?" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია, რომ სომხეთი და „რუსეთის რკინიგზა“ თბილისში შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი საჭირო აღარ არის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან დაკავშირებით, რუსულ და სომხურ პრესაში აჟიოტაჟი მოჰყვა.
ვაშაძემ განაცხადა,რომ სომხეთი სრულიადაც არ არის დაინტერესებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის გავლით, რუსეთს კი ეს რკინიგზა გიუმრის სამხედრო ბაზების მომარაგებისთვის სჭირდება. „რა უნდა რუსეთს ამ სარკინიგზო ხაზიდან? საქართველოსთან კავშირი? ეჭვი მეპარება. მის პირველ ამოცანას გიუმრის სამხედრო ბაზების მომარაგება წარმოადგენს. სომხეთს კი ამ რკინიგზის გარეშე სული არ ამოსძვრება“,-განაცხადა ვაშაძემ.
„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კომპანია ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ტიგრან ბალაიანმც იგივე განცხადება გააკეთა.
კველევების ცენტრის „პოლიტეკონომიის“ დირექტორი, ექსპერტი ანდრანიკ ტევანიანის განცხადებით, სომხეთს ასეთი გეგემები და დაინტერესება ამ რკინიგზის მიმართ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არ გააჩნია, სააკაშვილს კი რუსეთ-საქართევლოს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურს.
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა კი არა მთლიანად საქართველოს, არამედ ხელისუფლების ელიტას სურს, ნაწილი კი თვლის, რომ ეს რკინიგზა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს გააძლიერებს. რაც შეეხება ვაშაძის განცხადებას, სომხეთის აფხაზეთში გაცვლასთანცდაკავშირებით, ვფიქრობ, რუსეთის ინტერესები აფხაზეთთან და სომხეთთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან“,-აცხადებს ექსპერტი.