მიმდინარე წლის ივლისში, გამოკითხულთა 54 % ფიქრობს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, 31 % მიიჩნევს, რომ არასწორი გზით ვითარდება, 15%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამის შესახებ IRI-ს კვლევების შედეგებიდან გახდა ცნობილი.
მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, 6%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მარტში იმავე კითხვას, დადებითად, 60%-მა უპასუხა. კერძოდ, გამოკითხულთა 60% მიიჩნევდა, რომ საქართელოში მოვლენები სწორი გზით ვითარდებოდა, 27% - არასწორად, დანარჩენმა კი პასუხისგან თავი შეიკავა.