საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 94% ეკლესიას ენდობა. ეკლესიას ნდობის 89%-იანი რეიტინგით ქართული არმია მოსდევს, 88%-ით პოლიცია, 69^%-ით კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
IRI–ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მინისტრთა კაბინეტს უცხადებს ნდობას, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კი 65%.