დეპუტატ პეტერე მამრაძეს „მწვანეთა პარტის“ მანდატი ოფიციალურად გადაეცა. როგორც მამრაძემ „მწვანეთა პარტიის“ ლიდერ გია გაჩეჩილაძესთან დღეს ერთად, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პირადად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.
„ასევე, „ქართული ოცნების“ სტრატეგიული პარტნიორები არიან „მწვანეები“. წლების განმავლობაში, „მწვანეთა პარტიიდან“ ისმოდა პრინციპული და დასაბუთებული კრიტიკა იმისა, რასაც მმართველი რეჟიმი ჩადის, თუ როგორ არღვევს კანონს, საქართველოს ბუნებას. გაჩეჩილაძე იყო პირველი, ვინც ნარკოტრეფიკზე ილაპარაკა და იგი ივანიშვილს მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან გვერდში დაუდგა. მე პირადად, 2008 წელს გამოვაცხადე, რომ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებდი. ვგეგმავ არასამთავრობო სექტორში გადანაცვლებას. ასევე, გამოვეცი წიგნი და ვგეგმავ სხვა წიგნის გამოცემასაც“, - განაცხადა მამრაძემ.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის თქმით, პეტრე მამრაძე მათი პარტიისთვის უდიდესი შენაძენია.
„პეტრე მამრაძე „მწვანეთა პარტიის“ უძველესი წევრია. მასთან ერთად უმძიმესი დღეები გამოგვივლია, როდესაც პარლამენტში ვიყავით. ის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია და ჩვენ პარტიის გაძლიერებისთვის დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.