„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდნენ

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე სოფელ დიღომს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ლიდერებმა მოსახლეობის პრობლემები პირადად მოისმინეს. სოფელ დიღმის მცხოვრებთათვის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა და ბანკებთან არსებული დავალიანება წარმოადგენს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ისაუბრეს პარტიის პროგრამის პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.

შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. ადგილობრივებმა პარტიის პროგრამის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.