„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიესალმება ინიციატივას ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არ მოხდეს ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირება.
„ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის „თავისუფალ საქართველოსთან“ და მივესალმებით ინიციატივას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მაინც არ მოხდეს ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირება“, – აღნიშნა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი საქართველო", "ტრადიციონალისტთა კავშირი" და "თეთრები" ყველა ოპოზიციურ ძალას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების მიზნით თანამშრომლობას სთავაზობენ.
ამასთან დაკავშირებით საგანგებო შესაბამისი დოკუმენტი მედიის წარმომადგენლებს კახა კუკავამ, თემურ შაშიაშვილმა და აკაკი ასათიანმა გააცნეს.