საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” კომპენსაციების გაცემას სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ. ამ ეტაპზე მთავრობა მხოლოდ სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობისთვის აპირებს კომპენსაციების გაცემას.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ როგორც კახეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა.
“ზოგგან სიმინდის ღეროები ისე განადგურებულია, რომ ჩალადაც კი არ გამოდგება” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
გაიცემა თუ არა კახეთის გარდა სხვა რეგიონის მოსახლეობაზე კომპენსაციები, ამაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.
პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ სამცხე- ჯავახეთის რეგიონისთვის 800 ათასი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.