პროკურატურამ მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების მორიგი პარტია დააყადაღა

პროკურატურამ მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების მორიგი პარტია დააყადაღა

საქართველოს პროკურატურამ "მაესტროს" კუთვნილი სატელიტური ანტენების და რესივერების მორიგი პარტია დააყადაღა. ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 1641 მუხლით გრძელდება.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„22 ივლისს, კომპანია "მაესტრომ" თვალთმაქცური გარიგების მეშვეობით ანტენებისა და რესივერების ახალი პარტიის შემოტანა კვლავ სცადა, რომელიც შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით უნდა დარიგებულიყო. ტვირთის მომწოდებლად იგივე კომპანიაა წარმოდგენილი, ანტენების ნაწილს აქაც შპს "გლობალ კონსალტინგის" ეტიკეტები აკრავს. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სატელიტური ანტენები და რესივერები დააყადაღა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ანტენები ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ უნდა დარიგებულიყო.