ავრილ ლავინმა შაბათ-კვირა მექსიკის პლიაჟზე, ახლო მეგობართან ერთად გაატარა. ქალბატონები ერთმანეთის მიმართ არსებულ გრძნობას არ მალავდნენ და პაპარაცებსაც არ უფრთხოდნენ.
ავრილი მეგობარ გოგოს ეხვეოდა და სანაპიროზე მასთან ერთად სეირნობდა. შემდეგ გოგონები ღია ზღვაში საცურაოდ, იახტით გავიდნენ. პაპარაცებსა და ყვითელ პრესას მოეჩვენა, რომ ავრილისა და მისი მეგობარი გოგონას ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცილდებოდა და „ცოტა სხვა რამეშიც“ გადაიზარდა.
ცნობილი კანადელი მომღერალი მეგობარ ბიჭს ორწლიანი რომანის შემდეგ, 2012 წლის იანვარში დაშორდა. მომღერალი მზად იყო ოჯახურ ცხოვრებისა და შვილებისთვის, მაგრამ შეყვარებულმა უღალატა და მშვიდ ცხოვრებას ხმაურიანი საღამოები არჩია. მაშინ მომღერალმა დიდი სტრესი გადაიტანა და უკვე ნახევარი წელია, მამაკაცებთან ურთიერთობა არ აღუდგენია.
ცნობილი ადამიანები, გაყრისა და დაშორების შემდეგ, ხშირად უახლოვდებიან მეგობარ გოგონებს. მაგალითად, ქეით პერი რასელ ბრენდთან დაშორების შემდეგ რიანასთან მეგობრობდა.