მანანა მანჯგალაძე: ლონდონის ოლიმპიადის გახსნას პრეზიდენტი დაესწრება თუ არა არ გადაწყვეტილა

მანანა მანჯგალაძე: ლონდონის ოლიმპიადის გახსნას პრეზიდენტი დაესწრება თუ არა არ გადაწყვეტილა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.

„რაც შეიძლება ბევრჯერ დაგვენახოს ქართული დროშა რაც შეიძლება მაღლა აღმართული და ყველაზე მაღლა ასპარეზობის დროს. ვისურვებდი ისინი დაბრუნებულიყვნენ როგორც ტიტულის მფლობელნი, ოქროს მედალოსნები და ოლიმპიური ჩემპიონები“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ოლიმპიადის გახსნას, გადაწყვეტილი არაა.