ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კორტეჟი ქალაქ ალექსანდრიაში პომიდვრებისა და ცარიელი ბოთლების სროლით გააცილეს.
ალექსანდრიაში ამერიკის საელჩოს წინ შეკრებილ ასობით ეგვიპტელს ადგილობრივი პოლიცია ძლივს აკავებდა.
Reuters-ის ინფორმაციით, კლინტონი ეგვიპტელებმა მონიკა ლევინსკის სახელის ძახილითაც გააცილეს, თუმცა არც სახელმწიფო მდივანი და არც მისი კორტეჟის რომელიმე წევრი არ დაშავებულა.