სირიის დედაქალაქ დამასკოში მეორე დღეა ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობს. Al Jazeera-ს ინფორმაციით, ბრძოლები მიმდინარეობს მაიდანის, ზაჰრას, ელ-კაზაკისა და კფარ-სუსას რაიონებში. გადაკეტილია ქუჩები, გადაკეტილია საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზაც. ოპოზიციონერთა მტკიცებით, ორი დღის ბრძოლების შედეგად, გარდაცვლილი 16 ადამიანი, დაჭრილია ათეულობით სირიელი.
სირიის სახელისუფლო სააგენტოების ინფორმაციით, კი „აჯანყებულებმა სცადეს თადმინუს რაიონში შეღწევა, თუმცა ხელისუფლების რაზმებმა მათი მოგერიება შეძლეს და შესაბამისი ზიანიც მიაყენეს“,-აცხადებს სააგენტო სანა.