NDI:  გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ  რუსეთთან ურთიერთობებას „ქართული ოცნება“ მოაგვარებს

NDI: გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობებას „ქართული ოცნება“ მოაგვარებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, რომელი პოლიტიკური პარტია შეძლებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებული პუნქტში 25% ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხს „კოალიცია ქართული ოცნება“ მოაგვარებს, „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჩვენებელი კი,  ამ პუნქტთან მიმართებაში 22%-ია,  თუმცა გამოკითხულთა უმეტესობა - 36% აფიქსირებს, რომ მან არ იცის, ვინ მოაგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს.

NDI-ის კვლევებში დასახელებულია შემდეგი საკითხები: ნატო-ში გაწევრიანება, განათლება, ჯანდაცვა, დემოკრატიის განვითარება, დასაქმება, სოფლის მეურნეობა, ტერიტორიული მთლიანობა, გადასახადები, ფასების ზრდა/ინფლაცია და რუსეთთან ურთიერთობები. ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში რესპონდენტთა უმრავლესობა აფიქსირებს, რომ მან არ იცის რომელი პარტია ან პოლიტიკური გაერთიანება შეძლებს აღნიშნული საკითხების მოგვარებას.

გამოკითხულთა 33% კი მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, ასევე 33%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს განათლებასთან არსებულ პრობლემებს და 30% თვლის, რომ მმართველი პარტია გადაჭრის ჯანდაცვის საკითხს.