დლამინი ზუმა პირველი ქალი გახლავთ, რომელიც აფრიკის კავშირის თავმჯდომარე გახდა, რომელშიც 54 ქვეყანა შედის. დლამინი იუარ-ის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას ყოფილი მეუღლე გახლავთ.
France-Presse-ის ინფორმაციით, დლამინი ზუმასა და აფრიკის კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ჟან პინგს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა პოსტის დასაკავებლად და მხოლოდ მეოთხე რაუნდში შეძლო პრეზიდენტის ყოფილმა მეუღლემ გამარჯვება. ზუმას გამარჯვებით იუარ-მა კანონი დაარღვია, რომლის თანახმადაც, აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო ამ პოსტზე საკუთრ კანდიდატურებს არ ასახელებს.