ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მასში გამოკითხულთა 75% მიიღებდა მონაწილეობას

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მასში გამოკითხულთა 75% მიიღებდა მონაწილეობას

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მასში მონაწილეობას საქართველოს გამოკითხულთა 75%, მიიღებდა, დანარჩენი 25 % კი საერთოდ არ აპირებს მასში მონაწილეობას.

ამის შესახებ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი, რომელიც მედიის წარმომადგენლებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააცნო.

რაც შეეხება უშუალოდ ქალაქებისა და უბნების მიხედვით მიღებულ შედეგებს, კვლევის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას თბილისში გამოკითხულთა 75% მიიღებდა, კერძოდ, საბურთალოში -  80%, ისანში - 79%, სამგორში - 75%, ნაძალადევში - 78%, გლდანში კი გამოკითხულთა 70% მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

რაც შეეხება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გამოკითხული რესპოდენტების განწყობას, კვლევის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ქუთაისში გამოკითხული მოქალაქეების 66% გეგმავს, ბათუმში - 58%, რუსთავში - 65%, ფოთში კი 74%.

ამავე კვლევის მიხედვით, თელავის ოლქში არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულთა 69%, ზუგდიდის ოლქში - 70%, გორის ოლქში -59%, ქობულეთის ოლქში - 48%, სხვა ქალაქებში - 74%, სოფლებში კი გამოკითხულთა 82%. 

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, NDI-ს 2011 წლის სექტემბრის კვლევაში დადებითად 51%-მა უპასუხა, 2012 წლის თებერვალში კი 64%-მა.

 

კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 2%-ია.