ხვალ  რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 77% მიიღებდა

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 77% მიიღებდა

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა 77% მიიღებდა. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააცნო, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

NDI-ის კვლევის ბოლო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას თბილისელთა 77% აპირებს, კერძოდ, აღნიშნულ კითხვაზე დადებითად საბურთალოზე გამოკითხულთა - 82%-მა უპასუხა, ისანში - 83%-მა, სამგორში - 76%-მა, ნაძალადევში - 80%-მა, გლდანში კი 70%-მა.

რაც შეეხება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებს, ხვალ რომ საპრეზიდნეტო არჩევნები იყოს, მასში მონაწილეობას ქუთაისში გამოკითხულთა - 67% გეგმავს, ბათუმში - 58%, რუსთავში - 69%, ფოთში კი 74%.

ასევე კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, თელავის ოლქში გამოკითხულთა 72% მიიღებდა მონაწილეობას, ზუგდიდის ოლქში - 72%, გორის ოლქში - 61%, ქობულეთის ოლქში - 54%, სხვა ქალაქებში - 75%, სოფლებში კი 84%.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კითხვაზე 2011 წლის სექტემბრის კვლევაში დადებითად გამოკითხულთა 54%-მა უპასუხა, 2012 წლის თებერვალში კი 68%-მა.

ცნობისთვის, კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 2%-ია.