22 წლის შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით აღმოაჩინეს, რომ პოპ-ვარსკვლავი მადონა თავის ცნობილ სიმღერებს სხვისი იდეების წყალობით ქმნიდა.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, მომღერალს ხმის ჩამწერი სტუდია სასამართლოში უჩივის. სტუდიის წარმომადგენლები მადონას პლაგიატში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მომღერალმა თავისი ცნობილ ჰიტში Vogue, გამოიყენა სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია, სიმღერიდან „Chicago Bus Stop (Ooh, I Love It)“, რომლის ავტორიც იყო ჯგუფი Salsoul Orchestra, თრექი კი, 1977 წელს ჩაიწერა.
განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ მადონას ფრაგმენტებით სარგებლობისთვის ჯგუფისთთვის ჰონორარი არ გადაუხდია და 1990 წელს შემოსავალი ჰიტიდან Vogue უკანონოდ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავს მხოლოდ 22 წლის შემდეგ უჩივლეს, ამის მიზეზი ის არის რომ მადონას ჰიტში, ზემოთაღნიშნული ფრაგმენტების არსებობა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიით იქნა შესაძლებელი. სიმღერაში ორი კომპოზიცია ერთმანეთზე იყო დადებული და ამ ფრაგმენტების ხმა შედარებით იზოლირებული ჩანდა. ახალი ტექნოლოგიებით კი გარკვეული ხმების ზუსტი იდენტიფიცირება მოხდა.