NDI-ის კვლევის მიერ, გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში, რომელიც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ მედიის წარმომადგენლებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს გააცნო ნათქვამია, რომ გამოკითხულთა 18% „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის საქმიანობას ძალიან ცუდად, 6%, გია თორთლაძის საქმიანობას ძალიან ცუდად, 5% სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და თავდაცვის ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს, რესპოდენტების 4% კი მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდად თავის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3-3% კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის, ქდმ-ის ლიდერ გიორგი თარგამაძისა და თბილისის მერ გიგი უგულავას საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.
ასვეე რესპოდენტების 2%, ახალი პრემიერის ვანო მერაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერ ირაკლი ალასანიასა და ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშილის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის საქმიანობას ძალიან ცუდად მხოლოდ 1% აფასებს.