NDI-ს კვლევის თანახმად – კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ 36% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, 18 % - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4% - არც ერთ პარტიას, 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 1 % - სხვა ოპოზიციას.
სხვა ოპოზიცია მოიცავს შემდეგი პარტიების ჯამს – „ლეიბორისტული პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, „თეთრები“, „ევროპელი დემოკრატები“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.
აღნიშნულ კითხვაზე რესპონდენტთა 22% აცხადებს, რომ არ იცის, 16 % კი – პასუხზე უარს ამბობს.
ამასთან NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განმარტებით, წინა კვლევასთან შედარებით 11%-ით დაკლებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი, 8%-ით გაზრდილია კოალიცია „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი.