„ხელები მაღლა! ესპანეთს ძარცვავენ!“

„ხელები მაღლა! ესპანეთს ძარცვავენ!“

Euronews-ის ინფორმაციით, ათასობით მადრიდელი ქუჩაში გამოვიდა, რათა ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამა გაეპროტესტებინა.

ესპანეთის ხელისუფლება იმისთვის, რომ 2014 წლისთვის ბიუჯეტში 64 მილიონიანი გარღვევა შეავსოს, იძულებულია სახელმწიფო მოსამსახურეების 3%-ი  შეკვეცოს.


„ხელები მაღლა! ეს დღისით ძარცვაა!“-  ამ ლოზუნგებით ჩაიარეს დემონსტრატებმა მადრიდის ქუჩებში. ისინი ესპანეთის პრემიერმინისტრ მარიანო რახოს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

„ესპანეთს რთული პერიოდი აქვს. მაგრამ მასობრივად სახელმწიფო მოსამსახურეების გათავისუფლება სამსახურებიდან სიტუაციას ვერ გამოასწორებს. პირიქით, კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას“,-აცხადებენ ესპანელები.