ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. „როდესაც ავღანეთიდან კოალიციის ჯარები გამოვლენ, საინტერესოა როგორ განვითარდება იქ მოვლენები და როგორ შეძლებს რუსეთი თავისი სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებას“,-აცხადებს ვაშაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, კოალიცის ჯარის არსებობას ავღანეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ავღანეთი ისევ არ იქცეს ტერორიზმის, ალ-ქაიდასა და ნარკოვაჭრობის ადგილად.
„ქართული ჯარები 2014 წლამდე ისევ გააგრძელებენ ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობის მღებას და „in together- out together“-„ერთად შევედით-ერთად გამოვედით“ პრინციპით მოქმედებას. გარდა ამისა, საქართველო აპირებს ავღანეთში თავისი კონტიგენტის 900-დან 1700-მდე ჯარისკაცით გაზრდას.
ჩვენ მისიაში მონაწილეობა არა ვინმეს თხოვნით, არამედ დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ, რადგან საქართველო ავღანეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მაგალითად, ჰოლანდია. ავღანეთის უსაფრთხოება, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება ჩვენთვის ცარიელი სიტყვები არაა. საქართველოს ჯარების ყოფნა კოალიციას სჭირდება, სჭირდება იმ საქმესაც, რასაც ჩვენ ვემსახურებით და რისი გულისთვისაც არის იქ კოალიცია. რადგან ავღანეთი ისევ არ გადაიქცეს ალ-ქაიდას, ტერორიზმის, გიგანტური ნარკოვაჭრობისა და ა.შ ადგილად“,-განუცხადა ვაშაძემ „ეხო მოსკვის“.