ჩინეთი ამერიკას აფრთხილებს

ჩინეთი ამერიკას აფრთხილებს

ჩინეთის საინფორმაციო საშუალებებმა ამერიკა გააფრთხილეს, რომ არ ღირს წყნარ ოკეანეში კონფრონტაციის პროვოცირება და სამხედრო შეიარაღებაზე ყურადღების კონცენტრირება.

ჩინურმა მასმედიამ ასევე დაადანაშაულა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩინეთის შეფარულ, თუმცა მუდმივ კრიტიკაში და ჩინეთისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობებში გამუდმებით ჩარევის მცდელობაში.

ჩინური მასმედიის რეაქცია, ჰილარი კლინტონის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკა გააძლიერებს სამხედრო დანაყოფებს წყნარ ოკეანეში და გააძლიერებს კონტაქტებს აზიელ პარტნიორებთან. ოფიციალურ ჩინეთს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო მედიამ მძაფრი უკმაყოფილება გამოხატა.