ავღანეთის ქალაქ აიბაკში „შაჰიდის ქამრიანმა“ ტერორისტმა თავი აიფეთქა ქორწილში და 22 ადამიანი იმსხვერპლა. დაჭრილია ათეულობით ადამიანი.
ავღანეთის პარლამენტის დეპუტატის აჰმად ხან სამანგანის ქალიშვილის ქორწილში, რომელიც სასტუმრო „კასრ-ე -ალმასში“ იმართებოდა, ტერორისტმა მამაკაცმა თავი აიფეთქა და 22 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, მათ შორის აჰმად ხან სამანგანიც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია ასევე ავღანეთის „დასავლეთ ზონის“ პოლიციის უფროსი საიდ აჰმად სამახიც.
სააგენტო „პაჟვაკის“ ინფორმაციით, შესაძლებელია მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან დაჭრილები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ უღიარებია.