BBC-ის ინფორმაციით, გაეროს დამკვირვებლები დღეს სირიაში გაემგზავრნენ, რათა ადგილზე გამოიძიონ გუშინ სირიის სოფელ ტრემსეხში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რაზმების მიერ 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის ფაქტი. გაეროს დამკვირვებლებიუკვე გაემგზავრნენ დამასკოდან ტრემსეხში, რომელიც ქალაქ ჰამადან 25 კილომეტრში მდებარეობს.
გაერო მკაცრად გამოეხმაურა გუშინდელი სისხლისღვრის ფაქტს. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაში.
„უნდა მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება და განვსაზღვროთ გადამწყვეტი ქმედებები, რათა შევაჩეროთ ის ტრაგედია, რაც სირიაში ხდება. უმოქმედობა ასადს ლიცენზიას აძლევს ახალი მასობრივი მკვლელობებისთვის“,-განაცხადა პან გი მუნმა.