სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის აზრით, სანამ საქართველო სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს არ სცნობს, მანამდე ურთიერთობის საკითხი ღიად დარჩება, ქართული მხარე კი უარს აცხადებს ვალდებულება აიღოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უსაფრთხოებაზე.
„დღეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შედგეს, საჭიროა საქართველოს მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის აღიარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი.
უსაფრთოხების საკითხებს განვიხილავთ ჟენევის დისკუსიებზე და საქართველო უარს აცხადებს ვალდებულება აიღოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებაზე. იგნორირებას უკეთებს ასევე ჰაიდი ტალიავინის დასკვნას იმის შესახებ, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო 2008 წლის აგრესია. ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ, გავდივართ კონსულტაციებს და დიდი იმედიც გვაქვს, რომ ეს შეხვედრები და კონსულტაციები შედეგებს მოიტანს“,-აცხადებს სანაკოევი.