ივანიშვილი: ოქრუაშვილი პრინციპული ადამიანია, თუმცა მან ბევრი შეცდომა დაუშვა

ივანიშვილი: ოქრუაშვილი პრინციპული ადამიანია, თუმცა მან ბევრი შეცდომა დაუშვა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც „ქართულ პარტიასა“ და ხელისუფლების თანამშრომლობაზე საუბრობდა, აქცენტს არა ირაკლი ოქრუაშვილზე არამედ, ეროსი კიწმარიშვილზე აკეთებდა.

ივანიშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პრინციპული ადამიანია, თუმცა მან ბევრი შეცდომა დაუშვა.

„ჩემთვის ოქრუაშვილი გაცილებით პრინციპული პიროვნებაა  ვიდრე,  ეროსი კიწმარიშვილი. „ქართული პარტიის“  ხელისუფლებასთან გარიგებაზე, როდესაც  ვსაუბრობდი, პირველ რიგში მხედველობაში   ეროსი კიწმარიშვილი მყავდა. მე ამ კაცს არასდროს არ ვენდობოდი და არ ვენდობი დღესაც.  ოქრუაშვილმა დაუშვა შეცდომა, თუმცა მას პრინციპულობა არ აკლია.  მას რა თქმა უნდა თავისი წილი პასუხიც მოეთხოვება. სააკაშვილს გარკვეულ ეტაპზე მეც ვეხმარებოდი, თუმცა მე გუნდის წევრი არ ვიყავი.  ოქრუაშვილს გაცილებით მეტი პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ის ოქრუაშვილის დაპატიმრებულ მხარდამჭერებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს.

„ისინი აუცილებლად იქნებიან გათავისუფლებულები, თუმცა ოქრუაშვილის მხარდამჭერების გარდა საქართველოში ბევრი პოლიტიკური პატიმარია. ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველ რიგში სწორედ ამ უსამართლობას აღვადგენთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.