უილ სმიტი აბელსა და კაენზე ფილმს იღებს (VIDEO)

უილ სმიტი აბელსა და კაენზე ფილმს იღებს (VIDEO)

ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი დებიუტს რეჟისურაში ბიბლიური თემატიკით იწყებს. ის აპირებს გადაიღოს ფილმი ბიბლიური პერსონაჟების აბელისა და კაენის ცხოვრებაზე.

პროექტს, რომელსაც მსახიობი ამჟამად ამუშავებს „კაენის მონანიება“ ეწოდება. მას ცნობილი კომპანია Sony აფინანსებს.  სმიტი ფილმის რეჟსორობასთან ერთად, აპირებს მასში, ერთ-ერთი,  მთავარი როლიც შეასრულოს.

 სცენარი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ როგორც აცხადებენ, ის მარტივი სიუჟეტის იქნება და ისტორიის პირველწყაროს დაეფუძნება. თუმცა მსახიობი, უკვე რეჟისორის ამპლუაში თავის სადებიუტო  ფილმში ვამპირების გამოჩენასაც არ  გამორიცხავს.

უილ სმიტის მონაწილეობით, კინოგაქირავებაში ბოლო ფილმი „ადამიანები შავებში 3“ მაისში გამოვიდა. უკანასკნელი მონაცემებით ფილმმა  610 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მისი ბიუჯეტი 225 მილიონი დოლარი იყო.

ამ  დროისათვის უილს შვილთან, ჯეიდენთან ერთად იღებენ ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, სახელწოდებით After Earth.