პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახი კალაძის პრესსპიკერის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, კახი კალაძის დაცვის წევრი ცოტნე შენგელია და „ქართული ოცნების“ აქტივისტების კახაბერ გოგიაშვილისა და ვლადიმერ ჯანეზაშვილის დაკავება არაკანონიერდ მოხდა.
„სასამართლომ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება. 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კახაბერ გოგიაშვილს, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. ეს ადამიანი კიდევ იქით ჩასვეს ციხეში. ამ ქვეყანაში სამართალი სააკაშვილის რეჟიმის დროს არასოდეს იქნება. სასამართლო სასწრაფო წესით ღამის 01:30 საათზე დაიწყო და გამთენიისას, 06:30 საათზე დასრულდა“, - განაცხადა ჩრდილელმა.
მისი თქმით, ცოტნე შენგელიას ადვოკატებს საერთოდ არ შეატყობინეს მისი დაკავების ამბავი.
„ეს ადამიანი სამტრედიაში დააპატიმრეს და გორის პოლიციაში გადმოიყვანეს. საერთოდ არავინ არ იცოდა თუ სად იმყოფებოდა შენგელია. სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს მას ადვოკატი არ ჰყოლია“,- განაცხადა ჩრდილელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები გიორგი გოჩაშვილი და ლევან მაისურაძე, რომლებსა ასევე 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, „ქართული ოცნების“ წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.