პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
კერძოდ, კოალიციის სახელით სიღნაღში – გელა გელაშვილი, დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი, ლაგოდეხში – ლუკა კურტანიძე, ყვარელში – დავით ქევხიშვილი, ახმეტაში –ზურაბ ზვიადური, ბორჯომში – გედევან ფოფხაძე, ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ონში – თამაზ ჯაფარიძე, მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში – ომარ ნიშნიანიძე, საჩხერეში – მანანა კობახიძე, ვანში – გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, ხობში – გია ბუკია, ჩხოროწყუში - ლევან იზორია და ბათუმი მურმან დუმბაძე იყრიან კენჭს.